“ვერეშჩუკის განცხადებები ჩვენ შორის უთანხმოებას თესავს” – უკრაინაში მოლდოვის ელჩი

უკრაინაში მოლდოვის ელჩი, ვალერიუ კივერი ამბობს, რომ კიშინიოვის პოლიტიკასთან დაკავშირებით უკრაინის ვიცეპრემიერის, ირინა ვერეშჩუკის განცხადებები ორმხრივ ურთიერთობებს არ უწყობს ხელს და პირიქით, უთანხმოებას თესავს.

ამის შესახებ მან “ფეისბუქის” საკუთარ გვერდზე დაწერა.

როგორც Eurointegration წერს, მ ირინა ვერეშჩუკმა Jurnal TV-სთვის მიცემულ ინტერვიუში მოლდოვა დაადანაშაულა იმაში, რომ კიშინიოვი უკრაინისთვის ძალიან ცოტას აკეთებს. მან ასევე უკმაყოფილება გამოთქვა იმის გამო, რომ მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანებაზე განაცხადი უკრაინის პარალელურად გააკეთა. ვერეშჩუკი მიანიშნებს, რომ კიშინიოვი რუსეთ-უკრაინის ომისგან სარგებლის მიღებას ცდილობს. გარდა ამისა, ვერეშჩუკის თქმით, მოლდოვის ხელისუფლება, სავარაუდოდ, ამ ომს  “ომს” არ უწოდებს.

როგორც უკრაინაში მოლდოვის ელჩმა დაწერა, “მოლდოვას რესპუბლიკა უკრაინას გვერდში ომის პირველივე დღეებიდან დაუდგა – კონკრეტული ქმედებებით და არა – ლამაზი სიტყვებით. ამის თქმა ათიათასობით ლტოლვილს შეუძლია, რომლებსაც ჯერ კიდევ იღებს ჩვენი ქვეყანა. ემოციებსა და დამახინჯებულ რეალობაზე დაფუძნებული დეკლარაციები არ უშველის, პირიქით, მხოლოდ უთანხმოებას მოიტანენ. მხოლოდ ერთად ვართ ძლიერები!”

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები