ტრაქტორის დახმარებით რუსული სამხედრო ტექნიკის მოპარვა – უკრაინაში ახალი ვიდეოთამაში შეიქმნა

უკრაინაში ახალი ვიდეოთამაში შეიქმნა – Ukrainian fArmy. მოთამაშის მთავარი ამოცანაა,

ტრაქტორის გამოყენებით რუსული არმიის ტექნიკის ხელში ჩაგდება და გადაზიდვა.

მოთამაშემ ტრაქტორის მძღოლის როლში დათქმულ დროში უნდა მოახერხოს რაც შეიძლება მეტი რუსული სამხედრო ტექნიკის ხელში ჩაგდება. ამაში მას ხელს რუსების მხრიდან დაბომბვები შეუშლის.

აღნიშნულია, რომ თამაში დამუშავების პროცესშია. ავტორები ამბობენ, რომ მას შემდგომში ახალ ტრაქტორებს და რუკებს დაამატებენ.

თამაში უფასოა, თუმცა, შესაძლებელია ნებისმიერი თანხის ჩარიცხვა. შეგროვებულ ფულს თამაშის შემქმნელები Come Back Alive-ის ფონდს გადასცემენ და ჰუმანიტარული დახმარებისთვის უკრაინის ეროვნულ ბანკს გადაურიცხავენ.

 

უკრაინაში მიმდინარე მოვლენების შესახებ უახლესი ინფორმაცია იხილეთ “კვირას” ტელეგრამარხზე 👉 https://t.me/kvira_ge

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები