ესტონეთმა უკრაინას, ქვეყნის მშპ-სთან მიმართებით, ყველაზე მეტი დახმარება გაუწია
ესტონეთმა, ქვეყნის მშპ-ის გათვალისწინებით, უკრაინას მსოფლიო ქვეყნებთან შედარებით, ყველაზე მეტი დახმარება გაუწია.
ამის შესახებ კილის მსოფლიო ეკონომიკის ინსტიტუტის (IfW Kiel) მონაცემთა ბაზაშია ნათქვამი, – წერს Süddeutsche Zeitung-ი.
აღინიშნება, უკრაინაში რუსეთის შეჭრიდან დღემდე, ესტონეთი კიევს მშპ-ის 0,8%-ის ოდენობის დახმარებას დაჰპირდა. შემდეგ მოდის პოლონეთი – მშპ-ის 0,2%-ზე ნაკლებით და ლიეტუვა – 0,1%-ზე ნაკლებით.
ამასთან, ჯამური თვალსაზრისით, ყევლაზე მეტი ვალდებულება აშშ-მა აიღო. საუბარია, თითქმის, 7,6 მილიარდ დოლარზე, შემდეგ მოდის პოლონეთი, დიდი ბრიტანეთი და გერმანია.
ინსტიტუტის ინფორმაციით, ევროკავშირის ყველა ქვეყანა, ჯამურად, უკრაინას 2,9 მილიარდი ევროს დახმარებას დაჰპირდა, ამას დამატებულია 1,4 მილიარდი ევრო ევროკავშირის ინსტიტუტებიდან და 2 მილიარდი ევრო – ევროპული საინვესტიციო ბანკისგან.