ნინო წილოსანი ორგანიზაცია EECMD-ის წარმომადგენლებს შეხვდა

გენდერული თანასწორობის მუდმივმოქმედი საპარლამენტო საბჭოს თავმჯდომარე ნინო წილოსანი საერთაშორისო ორგანიზაცია აღმოსავლეთ ევროპის ცენტრი მრავალპარტიული დემოკრატიისთვის (EECMD) წარმომადგენლებს შეხვდა.

პარლამენტის ინფორმაციით, შეხვედრაზე განხილულ იყო სამომავლო თანამშრომლობის შესაძლებლობები. „გენდერული თანასწორობის საკითხებში ახალი შესაძლებლობების აღმოჩენისთვის შევხვდი ორგანიზაცია EECMD-ს წარმომადგენლებს, რომლებიც ბევრ პროექტს ახორციელებს და საინტერსო კვლევები და მიგნებები აქვთ.
გავეცანი მათ საქმიანობას და ვისაუბრეთ ამ ორგანიზაციის გენდერული თანასწორობის საბჭოსთან შესაძლო თანამშრომლობის ფორმატებზე”, – განაცხადა შეხვედრის დასრულების შემდეგ ნინო წილოსანმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები