რუსმა ოკუპანტებმა დნეპროპეტროვსკის ოლქი დაბომბეს
რუსმა ოკუპანტებმა, დილიდან, დნეპროპეტროვსკის ოლქზე სარაკეტო იერიში მიიტანეს.
ამის შესახებ ინფორმაციას დნეპროპეტროვსკის საოლქო სამხედრო ადმინისტრაციის თავმჯდომარე, ვალენტინ რეზნიჩენკო ავრცელებს.
მისი თქმით, „ღამემ შედარებით მშვიდად ჩაიარა და დილით ოკუპანტმა რეგიონზე სარაკეტო იერიშები მიიტანა”.
ამასთანავე, რეზნიჩენკო აღნიშნავს, რომ უკრაინის საჰაერო თავდაცვამ რაკეტების 60% ჩამოაგდო.
უკრაინაში მიმდინარე მოვლენების შესახებ უახლესი ინფორმაცია იხილეთ “კვირას” ტელეგრამარხზე https://t.me/kvira_ge