მამუკა მდინარაძე: „ნაცმოძრაობას“ მიაჩნია, რომ მხარდამჭერებსა და ხალხს დააჯერებენ, სააკაშვილი პოლიტპატიმარია – ასე თქვა სახელმწიფო დეპარტამენტმა

„ნაცმოძრაობას“ მიაჩნია, რომ მხარდამჭერებსა და ხალხს დააჯერებენ, მიხეილ სააკაშვილი პოლიტპატიმარია – ასე თქვა სახელმწიფო დეპარტამენტმა. ამ დონის წარმოდგენა აქვთ, პირველ ყოვლისა, საკუთარ ამომრჩეველზე”, – ამის შესახებ „იმედის კვირას“ პარტია „ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა, მამუკა მდინარაძემ განუცხადა.

„წლების განმავლობაში რასაც აკეთებდნენ, ამის მტკიცებულებადაც კი გამოდგება, თუ რა წარმოდგენა აქვთ, ერთი მხრივ, საზოგადოებაზე და, მეორე მხრივ, რა მძიმე შეურაცხყოფას აყენებენ თავის ამომრჩეველს.

მათ მიაჩნიათ, რომ 20%-ის ფარგლებში რა მხარდაჭერაც მათ აქვთ, ფიქრობენ, რომ მოსახლეობის 20% მათ ბოლომდე უჯერებს და ამ 20%-ში არიან ისეთი ადამიანები, რომ ეტყვიან – სინამდვილეში იქ წერია, რომ მისივე პარტია უწოდებს პოლიტპატიმარს, ამის მიუხედავად, ამ 20%-სა და ხალხს დააჯერებენ, რომ მიხეილ სააკაშვილი პოლიტპატიმარია, ასე თქვა სახელმწიფო დეპარტამენტმა. ამ დონის წარმოდგენა აქვთ, პირველ ყოვლისა, საკუთარ ამომრჩეველზე“, – განაცხადა მდინარაძემ.

 

 

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები