უკრაინაში დაღუპული ქართველი მებრძოლი სამხედრო პატივით დაკრძალეს
უკრაინაში დაღუპული ქართველი მებრძოლი, 21 წლის ნიკოლოზ შანავა სამხედრო პატივით დაკრძალეს.
დაღუპული მებრძოლის ხსოვნას პატივი მიაგეს რიგითმა მოქალაქეებმა, მეგობრებმა, ნათესავებმა. ნიკა შანავას დაკრძალვაზე ასევე იმყოფებოდა შეტაკების დროს დაღუპული დავით მენაბდიშვილის შვილი. დავით მენაბდიშვილი და ნიკოლოზ შანავა ხარკოვის ოლქში, ქალაქ იზიუმთან ოკუპანტებთან შეტაკების დროს ერთად იბრძოდნენ.