Bild: რუსებმა ბუჩაში ალექსეი ნავალნის მოგვარე მოკლეს

რუსებმა, რომლებიც კიევის რაიონ ქალაქ ბუჩაში იმყოფებოდნენ, ადგილობრივი ილია ნავალნი მოკლეს, რომელიც რუსეთში ოპოზიციის წარმომადგენელ ალექსეი ნავალნის მოგვარეა.

გერმანული გამოცემა Bild-ის ჟურნალისტები ქალაქ ბუჩას მკვიდრებს გაესაუბრნენ. მათი თქმით, მოკლული ილია ნავალნი 60 წლის იყო. მისი 64 წლის მეზობელი მარია ჟურნალისტებს უყვება, რომ მამაკაცი რუსებმა მოკლეს. მარია კარგად იცნობდა ილიას და ის სიკვდილის დღეს, 12 მარტს ნახა.

„ჩვენ სახლში შევედით და ილია შეგვხვდა, რომელიც კიბეზე ჩამოდიოდა. მე ვუთხარი: არ გახვიდე იქ ისვრიან. მაგრამ მას მაინც უნდოდა გასვლა, რომ სიგარეტი მოეწია. მერე სროლები კვლავ მესმოდა“, – იხსენებს მარია.

როდესაც ერთი საათის მერე მარია სარდაფიდან ამოვიდა, მან ილია უკვე მოკლული ნახა. ოკუპანტებმა მას თავში ესროლეს. მისი პასპორტი კი გვერდით ეგდო.

ადგილობრივები თვლიან, რომ ილია ნავალნი შესაძლოა მისი გვარის გამო მოკლეს. არ არის ცნობილი იყო თუ არა, ის პუტინის მტრის – ალექსეი ნავალნის ნათესავი. ილია იავანის ძე ნავალნი წარმოშობით იყო ზალესიადან – უკრაინული სოფლიდან, ჩერნობილის რაიონში, საიდანაც წარმოშობით იყო ასევე ალექსეი ნავალნის მამა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები