ბოროდიანკაში ნანგრევებიდან უკვე 40-ზე მეტი ადამიანის ცხედარი ამოიყვანეს

ბოროდიანკაში 6 აპრილის შემდეგ ნანგრევების გასუფთავების დაწყებიდან დღემდე 41 დაღუპული ადამიანის ცხედარი ამოიყვანეს. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას უკრაინის საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური ავრცელებს.

„6 აპრილს, ორი მრავალსართულიანი დაბომბილი სახლის ნანგრევების გასუფთავება დაიწყო. სამუშაოების ჩატარებისას მოხდა ცხედრების ამოყვანა. საერთო ჯამში, 6 აპრილიდან 7 დანგრეული მრავალსართულიანი სახლიდან 5-ში სამუშაოები უკვე დასრულებულია, საიდანაც ამოყვანილია 41 ადამიანის ცხედარი“, – ნათქვამია უწყების განცხადებაში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები