სალომე ზურაბიშვილი: ყველას, ვინც დღეს ზეიმობთ იესო ქრისტეს აღდგომას, გილოცავთ უდიდეს ქრისტიანულ დღესასწაულს
საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს და მოსახლეობის იმ ნაწილს ულოცავს, ვინც დღეს აღდგომის დღესასწაულს ზეიმობს.
“ყველას, ვინც დღეს ზეიმობთ იესო ქრისტეს აღდგომას, გილოცავთ უდიდეს ქრისტიანულ დღესასწაულს, სიცოცხლის სიკვდილზე გამარჯვების ზეიმს! მაცხოვრის მკვდრეთით აღდგენის სიხარულს მშვიდობა, სიკეთე და სათნოება მოეტანოს ომით, ბოროტებითა და ტკივილით დაღლილი დედამიწისთვის!”, – წერს სალომე ზურაბიშვილი.