გაერო: უკრაინაში 2000-მდე სამოქალაქო პირი დაიღუპა

გაერო-ს მონაცემებით, 2022 წლის 24 თებერვლიდან უკრაინაში 1982 სამოქალაქო პირი დაიღუპა. აღნიშნულ ინფორმაციას გაერო-ს ადამიანის უფლებათა უმაღლესი კომისრის ოფისის მონაცემები მოწმობს. 

კერძოდ 716 ადამიანი მოკლულია დონეცკისა და ლუგანსკის ოლქებში.

მოკლულებს შორის არის – 511 მამაკაცი, 323 ქალი, 34 გოგონა და 56 ბიჭი, ასევე 72 ბავშვი და 986 ზრდასრული, რომელთა სქესი უცნობია.

მშვიდობიან მოსახლეობაში მსხვერპლის უმეტესობა მძიმე არტილერიისა და მრავალჯერადი სარაკეტო სისტემების დაბომბვის, სარაკეტო და საჰაერო დარტყმების შედეგია.

გაერო თვლის, რომ რეალური ციფრები გაცილებით მეტია. აღსანიშნავია, რომ მონაცემების მიღება ზოგიერთი ადგილიდან, სადაც ინტენსიური სამორი მოქმედებები მიმდინარეობს, შეფერხებით ხდება და კიდევ მრავალი შეტყობინება ელოდება დადასტურებას. ეს ეხება მარიუპოლს, იზიუმს, პოპასნოის და ბოროდიანკას.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები