ლევან ნიკოლეიშვილი ოპოზიციურ გუნდს: მიდის პარლამენტის თავმჯდომარე და სხვა პარტიის წარმომადგენლები და არ მიჰყვებიან! იქ არიან უკვე, თან რა კაცი წაუყვანიათ, პრეზიდენტ ყოფილი მარგველაშვილი

არააა, ჩვენ არ წავალთ უკრაინაში, საპარლამენტო დელეგაციის რიგებში! – გამოაცხადეს ნაცებმა – ჩვენ მერე წავალთ ცალკე, დააყოლეს ბოლოს. არა და რა ხდება თურმე სინამდვილეში, თუ პარლამენტის თავმჯდომარე არ წავიდოდა უკრაინაში, ლამის “ქართულ ოცნებას” აბრალებდნენ რუსეთის მიერ უკრაინაში შეჭრას, მიდის პარლამენტის თავჯდომარე და სხვა პარტიის წარმომადგენლები და არ მიჰყვებიან! – ასე ეხმიანება ექსპერტი ლევან ნიკოლეიშვილი გიორგი მარგველაშვილის და ოპოზიციური გუნდის კიევში გამგზავრებას.

„არააა, ჩვენ არ წავალთ უკრაინაში, საპარლამენტო დელეგაციის რიგებში! – გამოაცხადეს ნაცებმა – ჩვენ მერე წავალთ ცალკე, დააყოლეს ბოლოს. არა და რა ხდება თურმე სინამდვილეში, თუ პარლამენტის თავჯდომარე არ წავიდოდა უკრაინაში, ლამის “ქართულ ოცნებას” აბრალებდნენ რუსეთის მირ უკრაინაში შეჭრას, მიდის პარლამენტის თავმჯდომარე და სხვა პარტიის წარმომადგენლები და არ მიჰყვებიან! რატომ? აი რატომ, იქ არიან უკვე, თან რა კაცი წაუყვანიათ, პრეზიდენტ ყოფილი მარგველაშვილი! – ისიც რა გახარებულია ეღირსა ხალხთან დგომა, თან რა ხალხთან, მართალია გვერდით (კიდეში) დგას, მაგრამ იქ არის მათთან, პრინციპში სადაც უნდა იყოს! რაღაცნაირად დგანან, მაღალი-დაბალი, ისევ მაღალი, ისევ დაბალი..“, – წერს ნიკოლეიშვილი facebook – ზე.

ცნობისთვის, „კვირას“ მიერ რამდენიმე დღის წინ გავრცელებული ექსკლუზიური ინფორმაცია, რომ საქართველოს მეოთხე პრეზიდენტი, გიორგი მარგველაშვილი უკრაინაში წასვლას გეგმავდა დადასტურდა. მარგველაშვილი უკრაინაში „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე ნიკა მელიასთან და პარტიის სხვა ლიდერებთან ერთად ჩავიდა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები