„კვირას“ ექსკლუზიური ინფორმაცია, რომ საქართველოს მეოთხე პრეზიდენტი, გიორგი მარგველაშვილი უკრაინაში წასვლას გეგმავდა დადასტურდა.
როგორც პარტია „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარემ, ნიკა მელიამ განაცხადა, ის პარტიის ლიდერებთან და გიორგი მარგველაშვილთან ერთად უკრაინაში გაემგზავრა.
ცნობისთვის, „კვირამ“ რამდენიმე დღის წინ ექსკლუზიურად გაავრცელა ინფორმაცია, რომ საქართველოს მეოთხე პრეზიდენტი, გიორგი მარგველაშვილი ქვეყნის მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის დავალებით უკრაინაში ჩასვლას აპირებდა.