გია აბაშიძე ოპოზიციურ გუნდს: არ გამოვრიცხოთ, რომ ამ დესტრუქციულმა შარახვეტიებმა საქართველოს ოფიციალური დელეგაციისთვის პროვოკაციების მოწყობა სცადონ – მაინც ჩაფლავდებიან, როგორც ყოველთვის
0+0+0 მაინც უდრის 0-ს! აი, ასეა სასოწარკვეთილი “ნაცების” საქმე, რომლებიც სააკაშვილის “საგანგებო დავალებათა ელჩის” მარგველაშვილის მეთაურობით, კიევში წასულან საპარლამენტო დელეგაციის მიღმა, – ასე ეხმიანება ანალიტიკოსი გია აბაშიძე გიორგი მარგველაშვილის და ოპოზიციური გუნდის კიევში გამგზავრებას.
მისი თქმით, არ უნდა გამოვრიცხოთ, რომ ამ დესტრუქციულმა შარახვეტიებმა საქართველოს ოფიციალური დელეგაციისთვის პროვოკაციების მოწყობა სცადონ.
„0+0+0 მაინც უდრის 0-ს! აი, ასეა სასოწარკვეთილი “ნაცების” საქმე, რომლებიც სააკაშვილის “საგანგებო დავალებათა ელჩის” მარგველაშვილის მეთაურობით, კიევში წასულან საპარლამენტო დელეგაციის მიღმა.
არ გამოვრიცხოთ, რომ ამ დესტრუქციულმა შარახვეტიებმა სცადონ საქართველოს ოფიციალური დელეგაციისთვის პროვოკაციების მოწყობის მცდელობანი. მაინც ჩაფლავდებიან, როგორც ყოველთვის.
“პროდასავლური” გიორგი მარგველაშვილი ნაცსექტის რუსი ბიზნესმენის, კობა ნაყოფიას გვერდით“, – წერს აბაშიძე facebook – ზე.
ცნობისთვის, „კვირას“ მიერ რამდენიმე დღის წინ გავრცელებული ექსკლუზიური ინფორმაცია, რომ საქართველოს მეოთხე პრეზიდენტი, გიორგი მარგველაშვილი უკრაინაში წასვლას გეგმავდა დადასტურდა. მარგველაშვილი უკრაინაში „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე ნიკა მელიასთან და პარტიის სხვა ლიდერებთან ერთად ჩავიდა.