ზურაბ ქადაგიძე: მარგველა ჩაუდგა სათავეში გაბანკროტებულ „ნაც-არმიას“ – მთავარია, ბოლოს კაბით გაპარვა არ დასჭირდეს ბრძოლიდან, თორემ ყვარყვარეობას მისგან მივეჩვიეთ

„ხუმრობა იქით იყოს და აი, რატომ გაიპარნენ ნაცები საპარლამენტო დელეგაციიდან. ცალკე უნდათ წარდგნენ უკრაინელების წინაშე, ამაყები, ყელმოღერებულები, მაგრამ კობა მაინც გადამალეთ ნაყოფია. არავინ გაგიგოთ, რომ რუსი ბიზნესმენია და ბოძზე არ “მიგასკოჩოთ” ხალხმა“, – ასე ეხმიანება ანალიტიკოსი ზურაბ ქადაგიძე „ნაციონალური მოძრაობის“ მიერ, უკრაინაში დაგეგმილ ვიზიტს.

როგორც ქადაგიძე სოციალურ ქსელში წერს, მარგველა ჩაუდგა სათავეში გაბანკროტებულ „ნაც-არმიას“.

„ყვარყვარე თუთაბერი ხომ გახსოვთ, დამარცხებულ ჯარს,რომ სათავეში ჩაუდგება დიდი სარდალივით?….

მარგველაც ჩაუდგა სათავეში გაბანკროტებულ “ნაც-არმიას” და მიაპობენ ბრძოლის ველს…

მთავარია ბოლოს კაბით გაპარვა არ დასჭირდეს ბრძოლიდან,თორემ ყვარყვარეობას მისგან მივეჩვიეთ.

ხუმრობა იქით იყოს და აი, რატომ გაიპარნენ ნაცები საპარლამენტო დელეგაციიდან. ცალკე უნდათ წარდგნენ უკრაინელების წინაშე, ამაყები, ყელმოღერებულები, მაგრამ კობა მაინც გადამალეთ ნაყოფია. არავინ გაგიგოთ, რომ რუსი ბიზნესმენია და ბოძზე არ “მიგასკოჩოთ” ხალხმა…“, – წერს ანალიტიკოსი Facebook-ზე.

ცნობისთვის, „კვირას“ მიერ რამდენიმე დღის წინ გავრცელებული ექსკლუზიური ინფორმაცია, რომ საქართველოს მეოთხე პრეზიდენტი, გიორგი მარგველაშვილი უკრაინაში წასვლას გეგმავდა დადასტურდა. მარგველაშვილი უკრაინაში „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე ნიკა მელიასთან და პარტიის სხვა ლიდერებთან ერთად ჩავიდა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები