დმიტრო კულება – მადლობა ილია დარჩიაშვილს, კიდევ ერთხელ დაადასტურა, რომ საქართველო არ უშვებს და არ დაუშვებს რუსეთის მხრიდან სანქციების გვერდის ავლას

უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრი დმიტრო კულება ქართველ კოლეგას, ილია დარჩიაშვილს მადლობას უხდის.

როგორც კულება Twitter-ზე აღნიშნავს, დარჩიაშვილმა ის საქართველოს მიერ უკრაინის მხარდაჭერაში დაარწმუნა.

„ჩემს ქართველ კოლეგას, ილია დარჩიაშვილს რუსეთის შემოჭრისგან უკრაინის გმირულ დაცვაზე ვესაუბრე. მან საქართველოს მიერ უკრაინის მხარდაჭერაში დამარწმუნა. მადლობა მას, რომ კიდევ ერთხელ დაადასტურა, რომ საქართველო არ უშვებს და არ დაუშვებს რუსეთის მხრიდან სანქციების გვერდის ავლას“, – წერს კულება.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები