ხობის მერი წარმატებულ ხობელ სპორტსმენს, ნუგზარ წურწუმიას და მის მწვრთნელს შეხვდა

ხობის მუნიციპალიტეტის მერი დავით ბუკია წარმატებულ ხობელ სპორტსმენს, საქართველოს ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავეთა ნაკრების წევრს, მსოფლიოს, ევროპის და საერთაშორისო პირველობების გამარჯვებულსა და პრიზიორს, ნუგზარ წურწუმიას და მის მწვრთნელს, მამუკა ყორშიას შეხვდა.

მერმა ხობელ სპორტსმენს მადლობა გადაუხადა ქართველი გულშემატკივრების მრავალგზის გახარებისთვის და ბუდაპეშტში გამართულ ევროპის ჩემპიონატზე წარმატებით ასპარეზობა და ვიცე-ჩემპიონის ტიტული მიულოცა.

შეხვედრას მერის მოადგილე დავით ბერაია და „ხობის მუნიციპალიტეტის კულტურულ-საგანმანათლებლო საზოგადოებრივი ცენტრის“ დირექტორი კობა კობახიძე ესწრებოდნენ.

ნუგზარ წურწუმია მსოფლიო ჩემპიონატზე ასპარეზობისთვის ემზადება, რომელიც მიმდინარე წლის სექტემბერში, სერბეთში გაიმართება.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები