რუსეთის ფედერაციის საბჭოში განაცხადეს, რომ უკრაინაში “სპეცოპერაცია” მალე დასრულდება

უკრაინაში “სპეციალური სამხედრო ოპერაცია” საკმაოდ მალე დასრულდება, რუსეთი არ აპირებს მის გაჭიანურებას, – განაცხადა “ერთიანი რუსეთის” საერთაშორისო თანამშრომლობის კომისიის ხელმძღვანელის მოადგილემ, ანდრე კლიმოვმა.

“რუსეთის ფედერაციის სპეციალური სამხედრო ოპერაცია მალე დასრულდება, ჩვენ არ ვაპირებთ მის განზრახ გაჭიანურებას. როგორც კი უკრაინას რუსეთისთვის, მთელი მსოფლიოსთვის უსაფრთხოს გავხდით, ბიოლაბორატორიებში ვნახავთ – რა ხდება, უზრუნველვყოფთ ბირთვული ობიექტების უსაფრთხოებას, ამის შემდეგ სამხედრო ეტაპი შეჩერდება“, – განაცხადა კლიმოვმა და დასძინა, რომ ეს “უახლოეს მომავალში მოხდება”.

ამავე დროს, მან თქვა, რომ დასავლეთის ქვეყნები უკრაინის იარაღით მომარაგებას აგრძელებენ, რითაც “ცეცხლზე ნავთს ასხამენ”.

უკრაინაში მიმდინარე მოვლენების შესახებ უახლესი ინფორმაცია იხილეთ “კვირას” ტელეგრამარხზე 👉 https://t.me/kvira_ge

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები