რუსეთი უკრაინას კიევის დაბომბვით პირდაპირ დაემუქრა

რუსეთის თავდაცვის სამინისტროში აცხადებენ, რომ რუსეთის ტერიტორიაზე უკრაინის უსაფრთხოების ძალების პროვოკაციებს კიევზე ახალი სარაკეტო დარტყმებით უპასუხებენ.

როგორც უწყების სპიკერმა, იგორ კონაშენკოვმა თქვა, „კიევის სამიზნეებზე სარაკეტო დარტყმების რაოდენობა და მასშტაბები გაიზრდება”.

14 აპრილს რუსეთში განაცხადეს, რომ უკრაინის ტერიტორიიდან ბელგოროდის და ბრიანსკის ოლქები დაიბომბა.

აღნიშნულს უკრაინის ეროვნული უსაფრთხოებისა და თავდაცვის საბჭოში უპასუხეს და აღნიშნეს, რომ “რუსეთის სპეცსამსახურებმა თავიანთი ქვეყნის ტერიტორიაზე ტერაქტების გეგმის განხორციელება დაიწყეს, რაშიც უკრაინას ადანაშაულებენ”.

 

უკრაინაში მიმდინარე მოვლენების შესახებ უახლესი ინფორმაცია იხილეთ “კვირას” ტელეგრამარხზე 👉 https://t.me/kvira_ge

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები