დევიდ ბიზლი – მარიუპოლზე: დამანგრეველი სიტუაციაა, ხალხი შიმშილით კვდება
ალყაში მოქცეულ ქალაქ მარიუპოლში ადამიანები შიმშილით იხოცებიან, – ამის შესახებ გაერო-ს მსოფლიო სასურსათო პროგრამის ხელმძღვანელმა, დევიდ ბიზლიმ განაცხადა.
მისი თქმით, რუსული ძალები, რომლებიც ქალაქში შესვლას აკონტროლებენ, იქ ჰუმანიტარულ ტვირთს არ უშვებენ.
”ომი უკრაინაში ადამიანებს ანადგურებს, ამ კუთხით მდგომარეობის შემსუბუქებას ვერ ვხედავ,” – აღნიშნა გაერო-ს მსოფლიო სასურსათო პროგრამის ხელმძღვანელმა.
უკრაინაში მიმდინარე მოვლენების შესახებ უახლესი ინფორმაცია იხილეთ “კვირას” ტელეგრამარხზე https://t.me/kvira_ge