გაერო: უკრაინაში ლტოლვილების მასობრივი დაბრუნება ჰუმანიტარულ პრობლემებს ამძიმებს

უკრაინაში 870 000 ადამიანი დაბრუნდა, რომლებმაც სახლები ქვეყანაში რუსეთის შეჭრის შემდეგ დატოვეს. ყოველდღიურად, სამშობლოში 30 ათასამდე მოქალაქე ბრუნდება.

ამის შესახებ გაერო უკრაინის სახელმწიფო სასაზღვრო სამსახურის მონაცემებზე დაყრდნობით იტყობინება.

ორგანიზაციაში აღნიშნეს, რომ ლტოლვილთა მასობრივი დაბრუნება უკრაინის შიგნით ჰუმანიტარულ პრობლემებს დაამძიმებს, რადგან მათი დიდი ნაწილის საკუთარ სახლებში დაბრუნება შეუძლებელია ან არამიზანშეწონილი. ადამიანებს კი თემებში რეინტეგრაციის მხარდაჭერა დასჭირდებათ.

გაერო-ს მონაცემებით, ომის დაწყებიდან საკუთარი სახლი, სულ მცირე, 11,7 მილიონმა უკრაინელმა დატოვა, მათგან 4,6 მილიონზე მეტი სხვა ქვეყნებში გადავიდა, ხოლო 7,1 მილიონი იძულებით გადაადგილებული პირი გახდა.

გაერო-ს პროგნოზით, უკრაინაში მიგრაცია გაიზრდება, ასევე, იმ შემთხვევაში, თუ რუსეთთან ომი მომავალ წელსაც გაგრძელდა, ათიდან ცხრა უკრაინელი შესაძლოა, სიღარიბის წინაშე აღმოჩნდეს.

 

უკრაინაში მიმდინარე მოვლენების შესახებ უახლესი ინფორმაცია იხილეთ “კვირას” ტელეგრამარხზე 👉 https://t.me/kvira_ge

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები