“უკრაინის დადანაშაულების მიზნით, რუსეთი საკუთარ ტერიტორიაზე ტერაქტებს აწყობს” – უკრაინის უშიშროების საბჭო
უკრაინის ეროვნული უსაფრთხოებისა და თავდაცვის საბჭო რუსი ძალოვნების მიერ დღეს გავრცელებულ ინფორმაციას გამოეხმაურა, რომლის მიხედვით, უკრაინის ტერიტორიიდან ბრიანსკის და ბელგოროდის ოლქებში სოფლები დაიბომბა.
უწყების პრესსამსახურში აღნიშნეს, რომ “რუსეთის სპეცსამსახურებმა თავიანთი ქვეყნის ტერიტორიაზე ტერაქტების გეგმის განხორციელება დაიწყეს, რაშიც უკრაინას ადანაშაულებენ”.
14 აპრილის მდგომარეობით, რუსეთის საზღვარზე უკვე რამდენიმე „ტერაქტი“ მოხდა, რაშიც აგრესორი ქვეყნის ხელმძღვანელობა, უკრაინულ დივერსიულ და სადაზვერვო ჯგუფებს ადანაშაულებს.
ასევე, ითქვა, რომ 13 აპრილს კორენევსკის რაიონში, თითქოს, რუსული სასაზღვრო რაზმის დაბომბვა მოხდა. აღნიშნულია, რომ დაბომბვა უკრაინის ტერიტორიაზე ტყის სარტყლიდან მოხდა.
ბრიანსკის, ბელგოროდის, კურსკისა და ვორონეჟის ოლქებში „ტერორისტული საფრთხის ყვითელი დონე“ შემოიღეს.