თამაზ თამაზაშვილი: ერი გაასამართლებს მაგათ, ირმა ნადირაშვილს, ბლუ თარგამაძეს, ბეჟაშვილს

 პრემიერ-მინისტრის სიმამრი, გენერალი თამაზ თამაზაშვილი „ნაციონალური მოძრაობის“ მიერ გამოქვეყებულ კორუფციულ სქემასთან დაკავშირებით პირველ კომენტრას აკეთებს. როგორც თამაზაშვილმა “პირველ რადიოს” განუცხადა, ყველა ბრალდება აბსურდულია. მისი თქმით, ამ გზით „ნაციონალური მოძრაობის” წევრები ცდილობენ მასზე ფსიქოლოგიური ზეგავლენა მოახდინონ.
„ხომ ყველა ხედავს, რომ ჩვეულებრივი ავადმყოფები და მკვლელები არიან, რას ჰგავს ეს ქვეყანა?! გააუპატიურეს ქვეყანა და კიდევ რაღაცეებს იგონებენ, ეს არის ტყუილი. მე მაგათი შვილები მეცოდება, ხომ გაიგებენ ესენი რა სიბინძურეებს აკეთებდნენ. ბოდიში მაინც მოუხადონ ერს, ჩემზე არ არის ლაპარაკი. მაგათი ლიდერი იძახოდა 2 გვამი მინდა, რობაქიძეზეც, ყველაზე მაგას იძახოდა. როცა მე ამიყვანეს და იარაღი ჩამიდეს ჩემზეც იგივე გააკეთეს, მაგრამ მერე გადაიფიქრეს ეტყობა. ციხეში უნდოდათ ჩემი მოკვლა, მაგრამ არ გამოუვიდათ. ახლა უნდათ, რომ ფსიქოლოგიური ზემოქმედება მოახდინოდ, მაგრამ არ გამოუვათ. ვისაც დააბრალეს ისინი სასამართლოში უჩივლებენ. ცილისწამების შესახებ კანონს რომ მიიღებენ, მერე სადღა წავლენ ესენი. აქამდე არც მინდოდა კომენტარის გაკეთება, იმიტომ რომ არ ღირს მაგათზე კომენტარის კეთება. დადიოდნენ სასჯელაღსრულების დაწესებულებაში და პატიმრებს ავალებდნენ, რომ ვითომ იარაღის გადამყიდველი იყოო, ის ხალხი ცოცხალია და ისინი ფეისბუქზე წერენ დღეს ყველაფერს. ერი გაასამართლებს მაგათ, იგივე ირმა ნადირაშილს, ბლუ თარგამაძეს, ბეჟაშვილს, რომელმაც გააყალბა სიღნაღში არჩევნები და მარტო მაგიტომ უნდა დაიჭირო. სამი წლის მერე სად წავლენ, სულ ყველას დაიჭერენ ალბათ,“ – განაცხადა თამაზ თამაზაშვილმა.

წყარო: http://pirveliradio.ge

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები