მიხეილ სარჯველაძე: მიუხედავად ოპონენტების მოლოდინებისა და სურვილებისა, ეხილათ საქართველო მხილებული ადამიანის უფლებების დარღვევაში, ასეთი მოლოდინები გაცრუებულია

“მიუხედავად ოპონენტების მოლოდინებისა და სურვილებისა, ეხილათ საქართველო მხილებული ადამიანის უფლებების დარღვევაში, ასეთი მოლოდინები გაცრუებულია”, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, მიხეილ სარჯველაძემ აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის ყოველწლიურ ანგარიშზე საუბრისას აღნიშნა, სადაც საქართველოზეცაა საუბარი.

სარჯველაძის თქმით, ანგარიში უპირატესად შემოიფარგლება მითითებით არა საკუთრივ დარღვევის ფაქტებზე, არამედ – ოპოზიციური პარტიების მხრიდან ან, მაგალითად, ომბუდსმენის მხრიდან დარღვევის არსებობის მტკიცებაზე.

“შესაძლებელია, გადაჭრით ითქვას, რომ თუ არა ყველა,  უმრავლესობა შემთხვევებში, მიუხედავად ოპონენტების მოლოდინებისა და სურვილებისა, რომ ეხილათ საქართველო, მხილებული ადამიანის უფლებების დარღვევაში, ასეთი მოლოდინები გაცრუებულია. ანგარიში უპირატესად შემოიფარგლება მითითებით არა საკუთრივ დარღვევის ფაქტებზე, არამედ ოპოზიციური პარტიების მხრიდან ან მაგალითად, ომბუდსმენის მხრიდან დარღვევის არსებობის მტკიცებაზე. ანუ, იქ, სადაც საკმარისი საფუძველი არ არსებობდა იმისთვის, რომ ადგილი ჰქონდა დარღვევას, ანგარიშში მითითებულია, რომ ოპოზიციური პარტიები აცხადებენ, ან სახალხო დამცველი აცხადებს, რომ სახზე იყო დარღვევა. ასეთი ვითარება ნაციონალური მოძრაობისა და მისი ლიდერის, მიხეილ სააკაშვილის ე.წ. „პოლიტიკური პატიმრობის“ საკითხთან დაკავშირებითაც არის. ანგარიშში არაფერია იმაზე მეტი ნათქვამი, რომ სააკაშვილს მიიჩნევენ პოლიტიკურ პატიმრად ოპოზიციური პარტიები (სხვათა შორის, ზუსტად იმავე კონტექსტში არიან მოხსენიებულნი ბატონები მელია და რურუა). ამ ფაქტის შესახებ რომ ანგარიშში აუცილებლად იქნებოდა მითითებული, ეს გასაკვირი არავისთვის არ გახლავთ. მნიშვნელოვანი იყო ის, თუ რა სახით იქნებოდა ამის შესახებ აღნიშნული – დაისმებოდა რაიმე კითხვის ნიშანი სააკაშვილის პატიმრობის განსხვავებულ მოტივაციაზე თუ სახელმწიფო დეპარტამენტი შემოიფარგლებოდა მხოლოდ ოპოზიციური პოლიტიკური პარტიების მოსაზრებაზე მითითებით. ანგარიშში იმ დანაშაულებზეც არის სხვათა შორის საუბარი, რომლებშიც არის მხილებული სააკაშვილი, რომელთაგან ნაწილზე კანონიერ ძალაში შესული განაჩენის საფუძველზე იხდის სასჯელს, ხოლო ნაწილზე სამართალწარმოება გახლავთ მიმდინარე”, – განაცხადა სარჯველაძემ.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები