ზურაბ ქადაგიძე: ბ-ნო ილვეს, ეგ პირადი სიმპათიები თქვენთვის შეინახეთ და სადმე “გაზპრომის” მთავარ მილსადენთან აირიეთ გული

ჯერ იყო, სააკაშვილის დაკავების გამო დესპოტიზმში დაადანაშაულა ჩვენი სახელმწიფო…მერე თქვა: საქართველოს ევროპა აღარ აინტერესებსო…ახლა უკვე ვულგარულ გამონათქვამებსაც აღარ ერიდება…მალე წყევლას დაიწყებს და ბოლოს, ალბათ, ჯადოსაც გააკეთებს…, –  წერს ანალიტიკოსი, ზურაბ ქადაგიძე სოციალურ ქსელში.

“ჯერ იყო, სააკაშვილის დაკავების გამო დესპოტიზმში დაადანაშაულა ჩვენი სახელმწიფო…მერე თქვა: საქართველოს ევროპა აღარ აინტერესებსო…

ახლა უკვე ვულგარულ გამონათქვამებსაც აღარ ერიდება…მალე წყევლას დაიწყებს და ბოლოს, ალბათ, ჯადოსაც გააკეთებს…

ბ-ნო ილვეს, ეგ პირადი სიმპათიები თქვენთვის შეინახეთ და სადმე “გაზპრომის”მთავარ მილსადენთან აირიეთ გული ჯობს. დარწმუნებული ვარ, გეოგრაფიაში ერკვევით და იცით, სადაც გადის…
P.S
ისე, ამ კომპლექსიან ყოფილ პრეზიდენტებს რა ეშველებათ…გადაირჩევენ ხოლმე და “უნათდებათ” გონება…”, – წერს ქადაგიძე Facebook-ზე.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები