ბუნდესვერი, სპეცრეისით, დაჭრილ უკრაინელებს გერმანიაში გადაიყვანს

ბუნდესვერი სპეციალურ რეისს ამზადებს, რომლითაც უკრაინის დაჭრილ მოქალაქეებს გერმანიაში გადაიყვანს.

ამის შესახებ dpa წერს.

სააგენტოს ცნობით, დღეს Airbus A310 MedEvac კიოლნიდან პოლონეთის ქალაქ ჟეშოვში გაფრინდა, საიდანაც ბავშვებსა და მოზარდებს გადაიყვანს.

უკრაინაში რუსეთის შეჭრიდან დღიდან, ეს არის პირველი ასეთი რეისი. მანამდე, ბუნდესვერმა დაჭრილი უკრაინელი ჯარისკაცები სამკურნალოდ გადაიყვანა.

 

უკრაინაში მიმდინარე მოვლენების შესახებ უახლესი ინფორმაცია იხილეთ “კვირას” ტელეგრამარხზე 👉 https://t.me/kvira_ge

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები