ე.წ. სამხრეთ ოსეთში ოქმების 95% დათვლილია – ბიბილოვი, სავარაუდოდ, ე.წ. სავარძელს დაემშვიდობება

ე.წ. სამხრეთ ოსეთში 10 აპრილს ჩატარებული საპრეზიდენტო არჩევნების შედეგად, ოქმების 95%-დან ირკვევა, რომ ხმების 36,9%, პარტია “ნიხასის” ლიდერმა, ასლან გაგლოევმა მოიპოვა, მოქმედ დე ფაქტო პრეზიდენტს, ანატოლი ბიბილოვს მხარი მოსახლეობის 33,5%-მა დაუჭირა.

ამის შესახებ ე.წ. ცესკო-ს მონაცემებიდან ირკვევა.

როგორც ე.წ. ცესკო-ს თავმჯდომარემ, ემილია გაგიევამ თქვა, ე.წ. რესპუბლიკაში მეორე ტური გაიმართება, რადგან ვერცერთმა კანდიდატმა 50+1 ხმა ვერ მიიღო.

მეორე ტურში ანატოლი ბიბილოვი და ალან გაგლოევი გადიან.

მეორე ტურის ვადა ე.წ. არჩევნების შედეგების გამოქვეყნებიდან ორ დღეში დასახელდება, სავარაუდო თარიღად 24 აპრილი მოიაზრება.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები