ოკუპანტების მიერ კრამატორსკის სადგურის დაბომბვის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 57-მდე გაიზარდა

დონეცკის რეგიონული სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელის ცნობით, უკრაინაში კრამატორსკის მატარებლის სადგურზე რუსული სარაკეტო თავდასხმის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 57-მდე გაიზარდა. ინფორმაციას CNN ავრცელებს.

“10 აპრილის მონაცემებით, დაღუპულია 57 ადამიანი, დაშავებულია 109. მსუბუქად დაშავებულები სახლში გადაიყვანეს, მძიმედ დაშავებულები კი უსაფრთხო რეგიონში გადაჰყავთ და მათ საჭირო დახმარებას უწევენ”, – თქვა პავლო კირილენკომ.

ცნობისთვის, 8 აპრილს რუსებმა კრამატორსკში სადგური მაშინ დაბომბეს, როდესაც ათასობით ადამიანი ევაკუაციის მატარებელს ელოდა.

 

უკრაინაში მიმდინარე მოვლენების შესახებ უახლესი ინფორმაცია იხილეთ “კვირას” ტელეგრამარხზე 👉 https://t.me/kvira_ge

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები