ზელენსკი: მარიუპოლი – ომის გულია, თუკი ის ფეთქვას შეწყვეტს ჩვენ სუსტი პოზიციები გვექნება

უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი თვლის, რომ უკრაინის აღმოსავლეთი, კერძოდ კი მარიუპოლი, ომის მსვლელობას განაპირობებს  და თუკი უკრაინის შეიარაღებული ძალები დამარცხდებიან, მაშინ რუსეთმა შესაძლოა დატოვოს მოლაპარაკებები და კვლავ მოახდინოს გათავისუფლებული ქალაქების ოკუპაცია. აღნიშნულის შესახებ მან Associated Press-თან ინტერვიუში ისაუბრა.

„მარიუპოლი ამ ომის გულია დღეს. ის ცემს – ჩვენ ვიბრძვით, ჩვენ ძლიერები ვართ. თუკი ის ფეთქვას მორჩება – ჩვენ გაცილებით სუსტი პოზიციები გვექნება. ქალაქის დამცველები – ადამიანები არიან, რომელთაც მტრის დიდი წილი საკუთარ თავზე აიღეს. რაც უფრო ძლიერი პოზიციები გვექნება მარიუპოლში, მით უფრო ძლიერები ვიქნებით სახელმწიფოს აღმოსავლეთ ნაწილში, და თუკი ეს ნაწილი უფრო ძლიერი იქნება, მაშინ მოლაპარაკებების მაგიდაც ჩვენთან უფრო ახლოს იქნება, რაც უპირატესობას მოგვცემს რუსეთთან დიალოგში.

თუკი ჩვენი ვითარება სუსტი იქნება ყველა ამ მიმართულებით, მაშინ ჩვენ შესაძლოა შეხვედრამდე ვერ მივიდეთ. ვინაიდან რუსეთი ყველა იმ ნაბიჯს გადადგამს, რომელთაც შეიძლება დეოკუპირებულ ქალაქებამდე მიიყვანოს ისინი. ისინი ამაზე წამსვლელები არიან.

მაშინ ჩვენი პოზიციები მოლაპარაკებებში სუსტი იქნება და შესაძლოა საინტერესოც კი არ იყოს რუსეთისთვის. ასეც შეიძლება მოხდეს. ჩვენ გვჯერა ჩვენი შედეგების, ჩვენი გამარჯვების…“, – განაცხადა ზელენსკიმ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები