კიევში, ომის დაწყებიდან დღემდე ათასზე მეტი ბავშვი დაიბადა და 1.5 ათასამდე წყვილმა იქორწინა

რუსეთის უკრაინაში შეჭრიდან დღემდე, უკრაინის დედაქალაქში 1439 წყვილი დაქორწინდა. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას კიევის საქალაქო ადმინისტრაციის უფროსი ნიკოლაი პოვოროზნიკი ავრცელებს.

მისი თქმით, ომის დაწყებიდან დღემდე დედაქალაქში დაიბადა 1189 ბავშვი: 629 ბიჭი და 560 გოგონა. ახალშობილებს შორის 29 ტყუპია.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები