ზელენსკიმ განაცხადა, რომ დასავლეთიდან ზოგიერთი იარაღი დაგვიანებით ჩავიდა
უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ იარაღის გარკვეული სახეობა, რომელიც დასავლეთმა გამოყო, ძალიან გვიან ჩავიდა უკრაინამდე. აღნიშნულის შესახებ მან Associated Press-სთან ინტერვიუში განაცხადა.
„ყველა აღჭურვილობა, ყველაფერს რასაც ისინი აგზავნიან კარგია, მაგრამ ზოგიერთი უკვე დაგვიანებულია. როდესაც ჩვენ მარიუპოლზე ვსაუბრობთ, სადაც ათასობით ადამიანი დავკარგეთ, ახლა რაღა აზრი აქვს? ზოგიერთი ქვეყნის ლიდერისგან 100-პროცენტიან მხარდაჭერას ვხედავ და ზოგიერთმა ევროპულმა ლიდერმა შეცვალა პოზიცია, მაგრამ თქვენ ხედავთ ამ ცვლილებების ფასს“, – ამბობს ზელენსკი.
პრეზიდენტმა ასევე აღნიშნა, რომ თუკი უკრაინა NATO-ს წევრი ქვეყანა იქნებოდა, ეს ომი საერთოდ არ იქნება და სხვა სახეს მიიღებდა.
„ის სხვანაირად შემოტრიალდებოდა, ჩვენ ახლო მეზობლების მხარდაჭერა გვექნებოდა. მაგრამ დარწმუნებული ვარ, რომ ომი მაინც არ იქნებოდა“, – განმარტა მან.