თბილისში, დგებუაძის ქუჩაზე, ხანძარი იყო
თბილისში, გვიან ღამით, დგებუაძის ქუჩაზე ხანძარი იყო. არსებული ინფორმაციით, ცეცხლი საცხოვრებელ სახლს გაუჩნდა.
ხანძრის შედეგად არავინ დაშავებულა. ხანძარი, სავარაუდოდ, ძველი ელექტროსადენების გამო გაჩნდა. ადგილზე შესაბამისი ჯგუფები მუშაობდნენ.