პოდოლიაკი: ზელენსკი პუტინს უკრაინის გამარჯვების შემდეგ შეხვდება
უკრაინის პრეზიდენტის ოფისის მრჩეველმა, მიხეილ პოდოლიაკმა განაცხადა, რომ ვოლოდიმირ ზელენსკი პუტინს მაშინ შეხვდება, როდესაც უკრაინა დიდ ბრძოლებში მოუგებს რუსეთს, მათ შორის დონბასშიც. აღნიშნულის შესახებ მიხაილ პოდოლიაკმა ტელემარათონის ეთერში ისაუბრა.
„უბრალოდ ვთქვათ, რომ ერთი ან ორი კვირის შემდეგ ჩვენ პრეზიდენტების დონეზე შევხვდებით… არა. ეს შემდეგნაირად მოხდება: უკრაინა უკვე მზად არის დიდი ბრძოლებისთვის, უკრაინამ უნდა გაიმარჯვოს ამ ბრძოლებში, მათ შორის დონბასში, რის შემდეგაც უკრაინა მიიღებს, გაცილებით არსებით პოზიციას მოლაპარაკებებში საიდანაც გარკვეული პირობების კარნახს შეძლებს. ამის შემდეგ პრეზიდენტები ერთმანეთს შეხვდებიან. ეს შეიძლება ორ ან სამ კვირაში მოხდეს“, – განაცხადა პოდოლიაკმა.