გაერო: უკრაინაში ომის გამო პროდუქტი თითქმის მთელ მსოფლიოში გაძვირდა

გაეროს სასურსათო და სასოფლო სამეურნეო ორგანიზაცია (FAO) იტყობინება, რომ ფასების ინდექსი სურსათზე თებერვლიდან მარტამდე 12.6%-ით გაიზარდა და ნაწილობრივ ეს რუსეთის მიერ უკრაინაში წარმოებული ომის ბრალია. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას „ამერიკის ხმა“ ავრცელებს.

„ბოლო დროს ფასები საბაზისო პროდუქტებზე, ისეთები როგორიცაა ხორბალი და ზეთი, მკვეთრად გაიზარდა, რაც ზრდის ხარჯებს მსოფლიო მომხმარებლებს შორის, განსაკუთრებით კი ყველაზე ღარიბებისთვის. უკრაინასა და რუსეთზე ხორბლის მსოფლიო ექსპორტის მესამედი მოდის, 20% სიმინდი და 80% ზეთი. ხოლო ისეთი ქვეყნები, როგორიცაა ეგვიპტე და ლიბანი ხორბლის 70% იმპორტს ახორციელებენ ორი მეომარი ქვეყნიდან. ამ კონფლიქტის გავლენა თითქმის მთელ მსოფლიოზე მოქმედებს“, – განაცხადა  FAO-ს გენერალურმა დირექტორმა, ციუ დუნიუმ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები