საქართველოში კორონავირუსით კიდევ 1 ადამიანი გარდაიცვალა
Stopcov.ge-ზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, საქართველოში ბოლო 24 საათში კორონავირუსით გარდაცვალების 1 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. პანდემიის გავრცელებიდან დღემდე ვირუსს ჯამში 16 771 პირი ემსხვერპლა.
ინტენსიური ტესტირების ფარგლებში, ბოლო 24 საათში ქვეყნის მასშტაბით ჩატარდა 8 854 კვლევა ტესტით, მათ შორის 6 991 კვლევა ანტიგენის ტესტით და 1 863 PCR ტესტით.
ჩატარებული ტესტირების შედეგად, ბოლო 24 საათში გამოვლინდა ვირუსით ინფიცირების 148 ახალი დადასტურებული შემთხვევა. ქვეყანაში კოვიდ-19-ის პანდემიის გავრცელებიდან დღემდე გამოვლენილი დადასტურებული შემთხვევების საერთო რაოდენობა შეადგენს 1 651 470.
რაც შეეხება დადებითობის მაჩვენებელს, 9 აპრილის მდგომარეობით, დადებითობის დღიური მაჩვენებელი არის 1.67%, ბოლო 14 დღის მანძილზე – 1.99% ხოლო 7 დღის მანძილზე – 1.73%.
ბოლო 24 საათში ვირუსისგან გამოჯანმრთელდა 425 პირი, ხოლო ჯამში გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა გაიზარდა 1 631 434.