უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი, თვლის, რომ დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა, ბორის ჯონსონმა უკრაინის დახმარებით საკუთარი თავი ისტორიაში უკვე ჩაწერა. აღნიშნულის შესახებ ზელენსკიმ ვიდეომიმართვაში ისაუბრა.
„ჩემთვის დიდი პატივი იყო მთელი უკრაინის სახელით მივსალმებოდი უკრაინის ნამდვილ მეგობარს – დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრს, ბორის ჯონსონს. მისი ვიზიტი ჩვენს სახელმწიფოში თვალსაჩინოს ხდის, რომ თავისუფლებას არ აქვს შეზღუდვები. ლიდერობისთვის წინაღობები არ არსებობს. ბორისი მათ შორის იყო, ვინც ერთი წუთითაც არ შეყოვნებულა და უკრაინას მხარს უჭერდა. ბრიტანეთის ლიდერობა ჩვენი სახელმწიფოსთვის საჭირო დახმარების გაწევაში, პირველ რიგში თავდაცვის სფეროში და ასევე ლიდერობა სასანქციო პოლიტიკაში – სამუდამოდ ისტორიაში დარჩება – დემოკრატიის დაცვის ისტორიაში, ევროპის დაცვის ისტორიაში. უკრაინა ყოველთვის მადლიერი იქნება ამისთვის – ბორისთან და ბრიტანეთთან“, – განაცხადა ზელენსკიმ.