უკრაინაში 2 ქართველი მებრძოლი დაიღუპა, დაჭრილია – 5
უკრაინაში 2 ქართველი მებრძოლი დაიღუპა. ინფორმაციას უკრაინაში მებრძოლი, საქართველოს თავდაცვის ყოფილი მინისტრი ირაკლი ოქრუაშვილი სოციალურ ქსელში ავრცელებს.
მისი ინფორმაციით, დაჭრილია კიდევ 5 მებრძოლი.
დღემდე, 24 თებერვლის შემდეგ დაწყებულ რუსულ აგრესიას უკრაინაში, უკვე 6 ქართველი მებრძოლი ემსხვერპლა.