საგარეო უწყება: გამანადგურებელია ხილვა, როგორ ახორციელებს დარტყმას რუსეთი კრამატორსკის სადგურზე, მკაცრად ვგმობთ მორიგ თავდასხმას უდანაშაულო ხალხის წინააღმდეგ
საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო უკრაინის ქალაქ კრამატორსკის სარკინიგზო სადგურზე რუსეთის მიერ სარაკეტო იერიშის მიტანას ეხმაურება.
„აბსოლუტურად გამანადგურებელია რუსეთის შეტევის ხილვა კრამატორსკის სადგურზე, რომელიც მშვიდობიანი მოქალაქეების ევაკუაციისთვის გამოიყენებოდა. მტკიცედ ვგმობთ მორიგ სასტიკ თავდასხმას უდანაშაულო ადამიანების წინააღმდეგ. ჩვენ ვდგავართ უკრაინის გვერდით“, – აღნიშნულია განცხადებაში.
It is absolutely devastating to see Russia strike the train station in #Kramatorsk used for the evacuation of civilians. We strongly condemn yet another brutal attack against innocent people. We #StandWithUkraine
— MFA of Georgia (@MFAgovge) April 8, 2022