,,ბოინგ 777″-ის კატასტროფის ადგილზე საერთაშორისო დამკვირვებლები პირველად მივიდნენ
,,ბოინგ 777″-ის ავიაკატოსტროფის ადგილზე, რომელიც 17 ივლისს დონბასში ჩამოვარდა, საერთაშორისო დამკვირვებლები ერთკვირიანი მცდელობის შემდეგ მივიდნენ. მათ თან ახლავთ ორი ჰოლანდიელი და ავსტრალიელი ექსპერტი. უკრაინის ვიცე-პრემიერმა ვლადიმერ გროისმანმა ადრეც განაცხადა, რომ სეპარატისტებმა, არაერთი თხოვნისა მიუხედავად, მაინც არ მიუშვეს დამკვირვებლები დანიშნულების ადგილზე. მხოლოდ სახალხო რესპუბლიკის სამხედრო შტაბის ჩარევის შემდეგ გახდა შესაძლებელი სამშვიდობო კორიდორის გახსნა.