ელისო ბოლქვაძე: შავი ზღვის რეგიონში კულტურის დიპლომატია უაღრესად მნიშვნელოვანია სამშვიდობო პროცესების ხელშეწყობისთვის

კულტურის კომიტეტის თავმჯდომარემ, უწყებათაშორის საკოორდინაციო ჯგუფთან სამუშაო შეხვედრა გამართა.

პარლამენტის ინფორმაციით, შეხვედრაზე ბათუმის მუსიკისა და ხელოვნების ფესტივალის საორგანიზაციო საკითხებზე იმსჯელეს.
„შავი ზღვის რეგიონში კულტურის დიპლომატია მნიშვნელოვანია სამშვიდობო პროცესების ხელშეწყობისთვის. აღსანიშნავია, რომ იუნესკო მხარს უჭერს არსებულ ხედვას და აქტიურად მიიღებს მონაწილეობას ღონისძიებაში”, -განაცხადა ელისო ბოლქვაძემ. საკოორდინაციო ჯგუფში კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროს, ასევე, საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლები არიან ჩართული.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები