CNN – აშშ რუსეთის წინააღმდეგ ახალ სანქციებს ხვალ დააწესებს

აშშ-ის პრეზიდენტის ადმინისტრაცია რუსეთის წინააღმდეგ ახალ სანქციებს ხვალ დააწესებს.

ამის შესახებ ინფორმაციას CNN-ი ავრცელებს.

მედიის ცნობით, სანქციების ახალი პაკეტი მოიცავს რუსეთში ყველა ინვესტიციის აკრძალვას, გაიზრდება სანქციები ფინანსურ ინსტიტუტებზე, სახელმწიფო საწარმოებზე, რუსეთის ხელისუფლების წარმომადგენლებსა და მათ ოჯახებზე.

„უკვე დავასკვენით, რომ რუსეთმა უკრაინაში სამხედრო დანაშაული ჩაიდინა, ბუჩადან გავრცელებული ინფორმაცია სამხედრო დანაშაულის დამატებით მტკიცებულებებს აჩენს. როგორც პრეზიდენტმა განაცხადა, ვიმუშავებთ მსოფლიოსთან ერთად იმისთვის, რომ დავრწმუნდეთ, რუსეთი პასუხს აგებს ამ დანაშაულებისთვის. ერთ-ერთი ასეთი ხელსაწყო სანქციებია და ევროპელ პარტნიორებთან ერთად ვმუშაობთ სამომავლო სანქციებზე“, – განაცხადა აშშ-ის პრეზიდენტის ადმინისტრაციის ერთ-ერთმა წარმომადგენელმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები