ევროკომისიის პრეზიდენტმა, ურსულა ფონ დერ ლაიენმა, რუსეთის წინააღმდეგ სანქციების მე-5 პაკეტი დააანონსა.
როგორც ფონ დერ ლაიენი „ტვიტერზე“ აღნიშნავს, სანქციების მორიგი პაკეტი 6-პუნქტიანი, რომელიც კიდევ უფრო დააზარალებს რუსეთის ეკონომიკას.
„რუსეთიდან წელიწადში ოთხი მილიარდი ევროს ოდენობით ქვანახშირის იმპორტის აკრძალვა; რუსეთის 4 მთავარ ბანკთან, მათ შორის VTB-სთან, ტრანზაქციების აკრძალვა; ევროკავშირის პორტებში რუსეთისა და მის მიერ კონტროლირებადი გემების, ასევე რუსეთის, ბელარუსის საავტომობილო გადამზიდავების შესვლის აკრძალვა; 10 მილიარდი ევროს ღირებულების საექსპორტო შეზღუდვები მნიშვნელოვან სფეროებში; 5,5 მილიარდი ევროს ღირებულების საიმპორტო აკრძალვები; ევროკავშირის სახელმწიფო შესყიდვებში რუსული კომპანიების მონაწილეობის აკრძალვა. ასევე, ევროკავშირის მხრიდან რუსეთის საჯარო ორგანოებისთვის ნებისმიერი ფინანსური მხარდაჭერის აკრძალვა“, – წერს ევროკომისიის პრეზიდენტი.