აჩვენეთ მსოფლიოს ყველა სხვა პოტენციურ ომის დამნაშავეს, როგორ დაისჯებიან, თუ ყველაზე დიდი დამნაშავე დაისჯება – ზელენსკის მიმართვა გაეროს უშიშროების საბჭოს

უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ გაეროს უშიშროების საბჭოს მოუწოდა, უზრუნველყონ უკრაინის უსაფრთხოების გარანტიები.

„სად არის ის უსაფრთხოება, რომელიც უშიშროების საბჭომ უნდა უზრუნველყოს? ის არ არის მიუხედავად იმისა, რომ უშიშროების საბჭო არსებობს. მაშ სად არის მშვიდობა? რა არის ის გარანტიები, რომელიც გაერთიანებული ერების ორგანიზაციამ უნდა უზრუნველყოს?“, – განაცხადა ვოლოდიმირ ზელენსკიმ.

უკრაინის პრეზიდენტმა ხაზი გაუსვა, რომ რუსეთის პასუხისმგებლობა გარდაუვალი უნდა იყოს.

„აჩვენეთ მსოფლიოს ყველა სხვა პოტენციურ ომის დამნაშავეს, როგორ დაისჯებიან, თუ ყველაზე დიდი დამნაშავე დაისჯება“, – აღნიშნა უკრაინის პრეზიდენტმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები