უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებით, შეთავაზების შემთხვევაში უკრაინა მზად არის, ხვალაც შეუერთდეს ნატო-ს, მაგრამ ეს არ მომხდარა და არც მოხდება.
ამის შესახებ მან ტელემარათონის დროს თქვა.
მისი თქმით, უკრაინისთვის უსაფრთხოება არის მნიშვნელოვანი, რაზეც ესაუბრა ნატო-ს გენერალურ მდივანს, იენს სტოლტენბერგს და იმ სახელმწიფოების ლიდერებს, რომლებზეც ალიანსში შესვლაა დამოკიდებული.
„თუ ხვალ შემოგვთავაზებენ ნატო-ში გაწევრიანებას, ჩვენი ცხოვრებით თამაშის გარეშე, სერიოზულად შემოგვთავაზებენ – ჩვენ შევუერთდებით. მაგრამ ეს, სამწუხაროდ, არ მოხდება. და არც მომხდარა, სამწუხაროდ. ამიტომ, ჩვენ ავაშენებთ უსაფრთხოების ის გარანტიებს, რომლებიც დაგვიცავს, დაიცავს ჩვენს სიცოცხლეებს. ჩვენ შეგვიძლია დავიცვათ თავი, ეს უკვე გავიგეთ. მაგრამ ყველა ადამიანის დაცვა ბევრად რთული ამოცანაა”, – განაცხადა ზელენსკიმ.
უკრაინაში მიმდინარე მოვლენების შესახებ უახლესი ინფორმაცია იხილეთ “კვირას” ტელეგრამარხზე https://t.me/kvira_ge