ზელენსკი პუტინთან შესახვედრად მზად არის, მაგრამ არ გამორიცხავს, ​​რომ ეს არც მოხდეს

უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ კიდევ ერთხელ თქვა, რომ მზად არის რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინთან შეხვედრისთვის, თუმცა, არ გამორიცხა, რომ შეხვედრა არ შედგეს.

ამის შესახებ მან ტელემარათონის დროს თქვა.

ზელენსკიმ აღნიშნა, რომ უკრაინაში რუსი ოკუპანტების ქმედებების პატიება შეუძლებელია.

“თითოეული ასეთი ტრაგედია, ყოველი ასეთი “ბუჩა”, მოლაპარაკებებზე ხელებზე დარტყმას დაემსგავსება. თუმცა, აუცილებელია ასეთი ნაბიჯებისთვის შესაძლებლობების პოვნა”, – განაცხადა ზელენსკიმ.

პრეზიდენტის თქმით, აუცილებელია, რომ ასეთ მოლაპარაკებებში უკრაინას ჰქონდეს უფრო ძლიერი პოზიცია, ვიდრე რუსეთს, ამიტომ, “ჩვენ გვჭირდება საზოგადოების გაერთიანება, ძლიერი იარაღი ჩვენი სახელმწიფოსთვის”.

“გინდა თუ არა, ეს საკითხი ერთ ადგილზე არ გაიყინება. აუცილებლად იქნება მოლაპარაკების თემა, საკითხავია, რამდენად ძლიერი იქნები მოლაპარაკების მაგიდასთან და ეს დამოკიდებულია ზუსტად ამ მნიშვნელოვან პუნქტებზე”, – ხაზგასმით აღნიშნა მან.

ზელენსკის თქმით, დღეს „ყველაზე იოლი“ პოზიციაა იმაზე ფიქრი, რომ პუტინთან მოლაპარაკება არ არის საჭირო.

“ყველაზე მარტივია იმის თქმა, რომ არ დაგელაპარაკები და გასაგებია, რატომაც – იმის მერე, რაც გააკეთეთ. მათი მტრად აღიარება, იმის ცოდნა, რომ ეს არის რუსეთის კონკრეტული ომი უკრაინის წინააღმდეგ.  ეს გენოციდია, ყველა უნდა დაისაჯოს და ამ პოზიციიდან უნდა მოიძებნოს შეხვედრის შესაძლებლობები და ამ შეხვედრაზე მოიძებნოს სიტუაციიდან გამოსავალი, ასევე, არ დაკარგო ტერიტორია”, – თქვა ზელენსკიმ.

მისი თქმით, “მერე კი მოხდება ისე, როგორც იქნება. შესაძლოა, შეხვედრა არც იყოს. ასეც შეიძლება, მოხდეს”.

 

უკრაინაში მიმდინარე მოვლენების შესახებ უახლესი ინფორმაცია იხილეთ “კვირას” ტელეგრამარხზე 👉 https://t.me/kvira_ge

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები