რატი იონათამიშვილი: უკრაინული დაზვერვის ე.წ. განცხადება ცილისმწამებლურია და მძიმე პროვოკაციას წარმოადგენს

საპარლამენტო უმრავლესობის წევრის, რატი იონათამიშვილის განცხადებით, უკრაინის თავდაცვის სამინისტროს დაზვერვის მთავარი სამმართველოს მიერ გავრცელებული ინფორმაცია ცილისმწამებლურია.

“ჩვენ მოვისმინეთ აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის განცხადება, სადაც საქართველოს მუშაობა რუსული აგრესიის შესაჩერებლად საერთაშორისო დონეზე მაღალი შეფასებით გამოირჩა. ასევე, აღინიშნა, რომ ჩვენი ქმედებები საერთაშორისო პარტნიორებთან არის კოორდინირებული. მეორე მხრივ, მოვისმინეთ უკრაინული დაზვერვის ე.წ. განცხადება, რომელიც ცილისმწამებლურია და მძიმე პროვოკაციას წარმოადგენს. ეს ნამდვილად არამეგობრული, ბინძური პროვოკაცია იყო. საერთაშორისო საზოგადოებამ, ჩვენმა მოქალაქეებმა ზუსტად იციან ქმედებები, რასაც საქართველო რუსული აგრესიის შესაჩერებლად ახორციელებს”, – აცხადებს იონათამიშვილი.

ცნობისთვის, გუშინ უკრაინის თავდაცვის სამინისტროს დაზვერვის სამსახურმა განცხადება გაავრცელა, რომლის თანახმადაც, რუსეთი, საქართველოს პოლიტიკური ხელმძღვანელობის თანხმობით, საქართველოს ტერიტორიის გავლით, დასავლეთის მიერ სანქციათა სიაში შეყვანილი საქონლის, მათ შორის, სამხედრო დანიშნულების ტვირთის კონტრაბანდის არხს აყალიბებს.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები