თეთრი სახლი: კრემლი უკრაინაში ომის ახალ ეტაპზე გადადის, რომელიც შესაძლოა, რამდენიმე თვეს ან მეტხანს გაგრძელდეს
კრემლი უკრაინაში გეგმებს ცვლის და ომის ახალი ეტაპისთვის ემზადება, რომელიც შესაძლოა, რამდენიმე თვეს ან მეტხანს გაგრძელდეს.
ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტის მრჩეველმა ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში, ჯეიკ სალივანმა ბრიფინგზე განაცხადა.
სალივანმა აღნიშნა, რომ რუსეთი ახლა ძალებს დონეცკისა და ლუგანსკის რეგიონებში უკრაინის ჯარებზე თავდასხმისთვის ამზადებს. სავარაუდოა, რომ ოკუპანტები მიკოლაევის ბლოკირებას და ხარკოვზე თავდასხმას გააგრძელებენ.
ოფიციალური პირის თქმით, რუსული ჯარები უკრაინის ჩრდილოეთიდან დონბასში გადანაწილდებიან, იქ ოკუპანტები ათიათასობით ჯარისკაცისგან შემდგარ დამატებითი ბატალიონების ტაქტიკურ ჯგუფებს განათავსებენ.
აშშ-ში პროგნოზირებენ, რომ რუსეთი ყურადღებას ლუგანსკის და დონეცკის რეგიონების უფრო დიდი ტერიტორიის ხელში ჩაგდებაზე გაამახვილებს, რომ ომში წარუმატებლობა “შენიღბოს”.
უკრაინაში მიმდინარე მოვლენების შესახებ უახლესი ინფორმაცია იხილეთ “კვირას” ტელეგრამარხზე https://t.me/kvira_ge