სანიკიძის სახელობის ომის ვეტერანთა კლინიკურ ჰოსპიტალს ამურ რევიშვილი უხელმძღვანელებს
ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის დირექტორმა, გენერალ-მაიორმა კობა კობალაძემ ვ.სანიკიძის სახელობის ომის ვეტერანთა კლინიკური ჰოსპიტალის პერსონალს ახალი დირექტორი – ამურ რევიშვილი წარუდგინა. შეხვედრას ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის დირექტორის მოადგილე ჯანდრი უბირია და დირექტორის მრჩეველი ვლადიმერ იმნაძე დაესწრნენ, – ამის შესახებ ინფორმაციას ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახური ავრცელებს.
მათივე ცნობით, ამურ რევიშვილი დაიბადა 1969 წლის 29 სექტემბერს. დაამთავრა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტი. 1996 – 2001 წ.წ. მუშაობდა საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სამედიცინო სამმართველოში მთავარ ეპიდემოლოგად, ინფექციონისტად. 2003- 2004 წწ. პრევენციული მედიცინის სამეცნიერო ცენტრის დირექტორად, 2004- 2005 წ.წ. საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს ალტერნატიული დასაქმების დეპარტამენტში, მთავარ სპეციალისტად; 2006-2009 წ.წ. ბოლნისის მუნიციპალიტეტში, ჯანმრთელობის დაცვის, სოციალურ საკითხთა, ვეტერანთა საქმეებისა და ლტოლვილთა საკითხების სამსახურის უფროსის მოადგილედ, ჯანდაცვის განყოფილების უფროსად; 2013-2014 წ.წ – საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ვეტერანთა საქმეების დეპარტამენტის უფროს მრჩევლად; 2014-2016 წ.წ _ სსიპ ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა განყოფილების უფროსად; 2016-2017 წწ. – სსიპ ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის რეგიონული მართვის დეპარტამენტის უფროსად; 2017-2019 წწ. ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის სოციალურ საკითხთა და სააღრიცხვო-ანალიტიკური დეპარტამენტის სოციალურ საკითხთა განყოფილების უფროსად, ხოლო 2019 წლიდან დღემდე ამურ რევიშვილი ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის სოციალურ საკითხთა და სააღრიცხვო-ანალიტიკური დეპარტამენტის უფროსის თანამდებობას იკავებდა.
ამურ რევიშვილი საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის ბრძოლების მონაწილე, თადარიგის ოფიცერი გახლავთ.
ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახური ამურ რევიშვილს ულოცავს ახალ თანამდებობას და მომავალ საქმიანობაში წარმატებებს უსურვებს.