უკრაინის ვიცეპრემიერი: მარიუპოლიდან და ლუგანსკიდან ერთ დღეში 3 000-მდე ადამიანის ევაკუაცია განხორციელდა
უკრაინის საპორტო ქალაქ მარიუპოლიდან და ლუგანსკის ოლქიდან, გასული დღის განმავლობაში, 2 964 ადამიანის ევაკუაცია განხორციელდა, – ამის შესახებ უკრაინის ვიცე პრემიერმინისტრმა, ირინა ვერეშჩუკმა განაცხადა.
მისი თქმით, ”წითელი ჯვარი“ კვლავ შეეცადა მარიუპოლზე წვდომის მოპოვებას და რუსეთთან მიმდინარეობს მოლაპარაკებები იმაზე, რომ ორგანიზაციის ავტობუსები ქალაქში შეუშვან.
ასევე, ირინა ვერეშჩუკმა განაცხადა, რომ მარიუპოლიდან, ბოლო კვირების განმავლობაში, 75 000-მდე ადამიანის ევაკუაცია განხორციელდა.
უკრაინაში მიმდინარე მოვლენების შესახებ უახლესი ინფორმაცია იხილეთ “კვირას” ტელეგრამარხზე 👉 https://t.me/kvira_ge