ემანუელ მაკრონი: ის, რაც ბუჩაში მოხდა, სანქციების ახალ რაუნდსა და ძალიან მკაფიო ქმედებებს მოითხოვს
საფრანგეთის პრეზიდენტი, ემანუელ მაკრონი უკრაინის ქალაქ ბუჩაში ოკუპანტების მიერ მშვიდობიანი მოსახლეობის მასობრივ მკვლელობას გამოეხმაურა. მაკრონის თქმით, აშკარაა, რომ ეს დანაშაული რუსეთის შეიარაღებული ძალების მიერ არის ჩადენილი და ამის გამო რუსეთს დამატებითი სანქციები უნდა დაუწესდეს.
“არსებობს აშკარა ნიშნები, რაც ომის დანაშაულებზე მიუთითებს. ასე თუ ისე, დადგენილია, რომ პასუხისმგებელი ბუჩას მკვლელობებში რუსეთის არმიაა. რაც ბუჩაში მოხდა, მოითხოვს სანქციების ახალ რაუნდსა და ძალიან მკაფიო ქმედებებს”, – თქვა მაკრონმა.
შეგახსენებთ, რომ ოკუპანტების მიერ გათავისუფლებულ ბუჩაში 300-ზე მეტი მშვიდობიანი მოქალაქეა მოკლული.
უკრაინაში მიმდინარე მოვლენების შესახებ უახლესი ინფორმაცია იხილეთ “კვირას” ტელეგრამარხზე 👉 https://t.me/kvira_ge